კარმენ ჩაპლინი ჩარლი ჩაპლინზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს
ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. სცენარზე კარმენ ჩაპლინი ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს. ამ ინფორმაციას Variety ავრცელებს.
ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World.
„რადიკალურად გადავხედავ ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებას, შევისწავლი მცირედ დეტალებს. დოკუმენტურ ფილმში იგეგმება ანიმაციის და მისი ფილმებიდან ნაწყვეტების გამოყენება“, – განაცხადა კარმენ ჩაპლინმა.
ჩარლი ჩაპლინი ინგლისელი კომედიური მსახიობი და რეჟისორია.