„კასეტური ბომბები იყო გამოყენებული, ოღონდ სხვაგან – ცხინვალში სამხედრო ძალის გამოყენებას, რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს“-სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით:

-„ცხინვალში სამხედრო ძალის გამოყენებას, რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, ოღონდ ეს არ იყო ომის დაწყება. კასეტური ბომბები იყო გამოყენებული, ოღონდ სხვაგან, სხვა ტერიტორიაზე და არა ცხინვალში, სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. როკის გვირაბის მიმართულებით იყო გამოყენებული. ჩემი სტატუსი გულისხმობდა იმას, რომ ცხინვალში, სამხედრო ობიექტების მიმართ ძალის გამოყენება არის უდავო ამბავი, ამას არავინ მალავს, არავინ ამბობს, – ცხინვალში სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა. ასევე არავინ მალავს, რომ კასეტური იარაღი იყო გამოყენებული, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ცხინვალში და სამოქალაქო ობიექტების მიმართ. ამაზე იყო მხოლოდ საუბარი. მე ვიცი თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომელიც მიცემულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც ასევე არის იმ საქმის მასალებში, რომელიც სტრასბურგმა გადაწყვიტა, იქ სწორედ ის არის ნახსენები, რომ სამხედრო ობიექტებთან და როკის გვირაბის მიმართულებით (იყო გამოყენებული კასეტური ბომბები). რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდა, რაც გუშინ მას მოჰყვა, ჭიქაში ქარიშხალი იყო“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

კომენტარები