კასპის მუნიციპალიტეტში, ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა.

-„გიორგი ნატროშვილს ხარი მტკვრის პირას საბალახოდ ჰყავდა წაყვანილი.  ხარი ბიჭის გაზრდილი იყო. ხარი წინა დღეს დაკოდეს,  ალბათ, პირუტყვის გაღიზიანება ამან გამოიწვია.

აღნიშნულ ფაქტს მწყემსი შეესწრო, ბავშვი დაგლეჯილია… ახლა დაამთავრა საშუალო სკოლა, ჯარში აპირებდა წასვლას“, – აცხადებენ მეზობლები.

კომენტარები