კასპში, მოსახლეობა ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ითხოვს – აქცია

კასპში, ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებმა, ცემენტის ქარხანასთან  აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქარხნიდან გამოსული ავტომობილები გადახურული იყოს, ირეცხებოდეს, მათ გადასაადგილებლად გაკეთდეს შემოვლითი გზა, ცემენტის ტომრები ჰერმეტულად ჰქონდეთ დალუქული, ქარხნის ფილტრი 24-საათის განმავლობაში მუშაობდეს, მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრი მოსახლეობა ამ საკითხების მოგვარებას წლების განმავლობაში ითხოვენ.

-„სატვირთო მანქანების მოძრაობის გამო, გზა დაზიანებულია, ცემენტის მტვერი  საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას“, – აცხადებენ ისინი.

პრობლემების მოსაგვარებლად ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქარხნის ხელმძღვანელობას ერთ თვეს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

კომენტარები