კასპში ,,როსტომ მეფის ქალაქის” კონტურებს გააცოცხლებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ციხე-გალავნის რეაბილიტაცია იწყება.

ადგილი, სადაც დღეს მხოლოდ კოშკის ნაწილი და გალავნის ფრაგმენტებია დარჩენილი, საუკუნეების წინ მეფის საზაფხულო რეზიდენცია იყო.

პროექტის მიხედვით, გაცოცხლდება როსტომ ხანის მიერ დაარსებული დასახლების კონტურები. სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. კასპის მერიამ დაახლოებით 300 000 ლარი გამოყო.

,,პროექტი ითვალისწინებს ციხე-გალავნის კედლების ლოკალურ გამაგრებას, მიღებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შერჩეული სამშენებლო მასალებით საკონსერვაციო სამუშაოებს – გალავნის მთელ პერიმეტრზე, კოშკების აღდგენას და ძველი ,,კონტურების გაცოცხლებას” გალავნის ტერიტორიაზე, რაც გაითვალისწინებს არსებულ კონტურებზე მსუბუქი კონსტრუქციებით ახალი სილუეტების გჩენას. აღდგება ჭიშკარი, გამწვანდება გალავნის შიდა ტერიტორია, მის გარეთ მდებარე გვიანდელ უსახურ მიშენებებს კი გაუკეთდება დემონტაჟი“, – აღნიშულია პროექტში.

კომენტარები