კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა აქციაში 525 000-მა ადამიანი მონაწილეობდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა აქციაში 525 000-მა ადამიანი მონაწილეობდა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რამდენიმე ადგილას ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

ქალაქში გადაკეტილია ქუჩები, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა. ტაძარ „საგრადა ფამილიაში“ შესვლა აიკრძალა. გადაიდო საფეხბურთო მატჩი „ბარსელონასა“ და „მადრიდის რეალს“ შორის.

საპროტესტო აქციები ესპანეთის რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გადასცა.

კომენტარები