„კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ“ – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან, ნამახვანჰესის შესახებ განაცხადა:

-„დღეს ამ ჰესის აშენებზე გადის საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველი. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს. საჭიროების შემთხვევაში,  კიდევ უფრო გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის, დიდი საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება, ამას ისიც გააკონტროლებს.  ყველა ობიექტური და რაციონალური კითხვა ჩვენ მოვხსენით. ხალხი თავად გადაწყვეტს, რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. კომპანიამ უკვე 34 მილიონ ლარამდე  დაარიგა 280 ოჯახზე კომპენსაციები ადგილზე.

ნამახვანჰესი არის იმ მსხვილ ჰიდროსადგურთაგან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას განამტკიცებს. ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ გადაამოწმებენ“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები