„კაცებს აუპატიურებდნენ, ეს იყო მათი ნამდვილი სახე. მაშინ ამაზე ხმას არ იღებდა ევროპა, არც ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა შეუმჩნევია, არც 7 ნოემბერი და 26 მაისი, არც რობაქიძე და არც გირგვლიანი, ზოგადად, არც ქართველი საზოგადოება არ ადარდებთ, არც ჩვენი ტრადიციები და არც ადათ-წესები“-კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“.

ალტინფოს“ დამფუძნებელიკონსტანტინე მორგოშია:

-„კაცებს აუპატიურებდნენ, ეს იყო მათი ნამდვილი სახე. მაშინ ამაზე ხმას არ იღებდა ევროპა, არც ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა შეუმჩნევია, არც 7 ნოემბერი და 26 მაისი, არც რობაქიძე და არც გირგვლიანი, ზოგადად, არც ქართველი საზოგადოება არ ადარდებთ, არც ჩვენი ტრადიციები და არც ადათ-წესები.

მათ ძალისხმევას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში გეიპრაიდს არ ჩავატარებინებთ. ის მარკერი, რაც მათ უნდათ, გაავლონ, არ მოხდება არასოდეს. ეს დაუშვებელია. ევროპას მოუწევს, გაერთიანებაში ან ისეთი საქართველოს მიღება, როგორიც ვართ, – ღირსეული საქართველო, ან მოუწევთ იმის თქმა, რომ თქვენი გზა გადის იმისკენ, რომ უნდა იყოთ გეიპროპაგანდისტები, თავს უნდა დაესხათ ეკლესიას, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ თქვენზე იძალადებს ვიღაცა დემოკრატიის სახელით და ეს უნდა გაატაროთ. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, – რა ევროპას გვართმევენ?! სად არის ევროპა?! რა უნდა წაგართვან, რაც არ გაქვს!

არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, არ მოგვცემდნენ იმიტომ, რომ გვთხოვდნენ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში და ეს უზნეო მარშები ჩატარებულიყო, პროკურატურა ამათთვის ჩაგვებარებინა, კოალციური მთავრობა გაგვკეთებინა ამათთან ერთად.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ეს რომც უნდოდეს, მათი გადასაწყვეტი არ არის ეს, შპს არ არის ეს ქვეყანა. ამას წყვიტავს ქართველი ხალხი. სააკაშვილსაც ბევრი რამ სურდა და შევარდნაძესაც, მაგრამ სხვანაირად დაასრულეს. ეს არის ალოგიკური, ყველაფერი მიდის ჩიხისკენ…“

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://www.facebook.com/100073715631251/videos/1084277445816361/

კომენტარები