“კაცი წავიდა არსებული უსამართლო, ანტიადამიანური სისტემის წინააღმდეგ – აუჯანყდა მას!” კომ.პარტიის ხელმძღვანელი მოვლენებს აფასებს:

 – “გამოვუცხადოთ ზურაბიშვილს მორალური მხარდაჭერა!
ამხანაგებო! მეგობრებო!
დიახ, ეს იყო დანაშაული, რადგანაც ადგილი ჰქონდა მძევლების აყვანას. მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ იმ 9 მძევლის ადგილას (დაწესებულების კლიენტებისა და თანამშრომლების) ყოფილიყვნენ ივანიშვილი, ხაზარაძე და კიდევ 7 მესაკუთრე ბანკისა? ხომ სულ სხვა მორალური გარემოებები დაგებოდა?
დიახ, მოქმედი კანონმდებლობით ესეც იქნებოდა დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილს „სათამაშო ხელუმბარით“ იმუქრებოდა. დიახ, ტერორიზმი და მძევლების აყვანა, თუნდაც მძევლები სისხლისმსმელი ბანკირები იყვნენ, არაა სწორი, პრაგმატული გზა, რომელიც დაგვაახლოვებდა სამართლიან საზოგადოებას და სოციალიზმს მაგრამ….. აი, მორალური (!!!) თვალსაზრისით – სრულიად დარწმუნებული ვარ – ეს არ იქნებოდა დანაშაული!!!
გამოვუცხადოთ ზურაბიშვილს მორალური მხარდაჭერა!

კაცი წავიდა არსებული უსამართლო, ანტიადამიანური სისტემის წინააღმდეგ – აუჯანყდა მას! დიახ, ეს იყო დაუფიქრებელი, აფექტური მოქმედება, რომლის ძალითაც უდანაშაულო, უბრალო ხალხს მიადგა ზიანი, მაგრამ ეს იყო პირადი გამორჩენისაგან სრულიად თავისუფალი მოქმედება!
ამიტომ დანაშაულებრივ კომპონენტთან ერთად ამ მოქმედებას აქვს თავისი მეტად მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მხარე: ზურაბაშვილმა ფართოდ გააჟღერა საერთო ხასიათის სამართლიანი მოთხოვნები (მძევლების ინტერესებში არსებულიც, სხვათა შორის. შემთხვევითი არ იყო, რომ მძევლები მას მხიარულად და აქტიურად ეთანხმებოდნენ).
ანუ:
– დღევანდელი კანონმდებლობით ზურაბიშვილმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მას აქვს მეტად უჩვეულო, ძალიან ძლიერი, საზოგადო ხასიათის გამამართლებელი გარემოებები!
– დღევანდელი კანონმდებლობა არის სრულიად უსამართლო, ანტიადამიანური და ამ გაგებით – თვითონ არის ეს კანონმდებლობა დანაშაულებრივი, დღევანდელი ქართული კანონმდებლობა წარმოადგენს საბანკო-საფინანსო კაპიტალის პერმანენტული დანაშაულებრივი მოქმედების იურიდიულ გაფორმებას, ამ დანაშაულებრივი ხროვის პოლიტიკური ნების იურიდიულ გამოხატულებას, მათ მიერ საზოგადოებისათვის თავსმოხვეული დანაშაულებრივი ნების იურიდიულ გაფორმებას (ეს მოგვიტანა „ეროვნულმა მოძრაობამ“ და გასული საუკუნის 80-იანი წლების ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტურმა გადატრიალებამ);
– ეს იყო დაუფიქრებელი, აფექტური მოქმედება მშრომელი, უბრალო, გაჭირვებული კაცისა: სრულიად თავისუფალი პირადი გამორჩენის მოტივისაგან მოქმედება;
– ეს იყო დაუფიქრებელი, აფექტური, დანაშაულის შემცველი, მაგრამ (!!) საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, სრულიად მისაღები – უფრო მეტიც – მეტად აქტუალური საერთო ხასიათის სოციალური მოთხოვნებით;
– თავის მოთხოვნებში ზურაბიშვილმა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნება და აჯანყდა უსამართლო, ანტიადამიანური, დანასაულებრივი სისტემის წინააღმდეგ. დიახ, ზურაბაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, აიყვანა რა უბრალო ხალხი მძევლად, მაგრამ ის აჯანყდა დღევანდელი ბამკირებისა და მსხვილი ბიზნესმენების დანაშაულებრივი ხროვის წინააღმდეგ, ვინც სისხლს სწოვს საქართველოს მრავალეროვნულ მოსახლეობას!
– ზურაბაშვილი არ გააკეთებდა ამას, რომ საქართველოში იყოს ძლიერი მემარცხენე, სოციალისტური პლატფორმა, რაში არა მას და მისთანა მშრომელ ადამიანებს, არამედ ჩვენ, მემარცხენეებს მიგვიძღვის ბრალი;
– ამიტომ ზურაბაშვილის მხარდასაჭერი კამპანია მორალურად გამართლებულია და აუცილებელიცაა! დიახ, ჩვენ არ ვამართლებთ იმ მეთოდს, რასაც მიმართა ზურაბიშვილმა, მაგრამ ხაზს ვუსვამთ რომ ეს იყო სასოწარკვეთილი პატიოსანი კაცის დაუფიქრებელი მოქმედება!
– თუ თავს ვთვლით ვაჟკაცებად, თუ თავს ვთვლით უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლებად, უნდა ვეცადოთ ზურაბაშვილის მხარდასაჭერი მორალური კამპანიის ორგანიზებას პოლიტიკური, საერთო ხასიათის სარჩულით!
უფრო კონკრეტულად მორალური მხარდაჭერის შესახებ:
გთავაზობთ, სასამართლოსთან შევიკრიბოთ ზურაბაშვილის საქმის სასამართლოს განხილვის დღეს ზუსტად იგივე მოთხოვნებით, რა მოთხოვნებიც გააჩნდა თვითონ მას.
ამ განცხადებას ვაკეთებ როგორც ერთიანი კომუნისტური პარტიის (პარტია აკრძალულია, დასუსტებულია, მარგინალიზებულია, მაგრამ ცოცხალია და იბრძვის) წარმომადგენელიც.

დიახ, ეს იყო დაუფიქრებელი, აფექტური მოქმედება, რომლის ძალითაც უდანაშაულო, უბრალო ხალხს მიადგა ზიანი, მაგრამ ეს იყო პირადი გამორჩენისაგან სრულიად თავისუფალი მოქმედება!

ამიტომ დანაშაულებრივ კომპონენტთან ერთად ამ მოქმედებას აქვს თავისი მეტად მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მხარე: ზურაბაშვილმა ფართოდ გააჟღერა საერთო ხასიათის სამართლიანი მოთხოვნები (მძევლების ინტერესებში არსებულიც, სხვათა შორის. შემთხვევითი არ იყო, რომ მძევლები მას მხიარულად და აქტიურად ეთანხმებოდნენ).
ანუ:
– დღევანდელი კანონმდებლობით ზურაბიშვილმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მას აქვს მეტად უჩვეულო, ძალიან ძლიერი, საზოგადო ხასიათის გამამართლებელი გარემოებები!
– დღევანდელი კანონმდებლობა არის სრულიად უსამართლო, ანტიადამიანური და ამ გაგებით – თვითონ არის ეს კანონმდებლობა დანაშაულებრივი, დღევანდელი ქართული კანონმდებლობა წარმოადგენს საბანკო-საფინანსო კაპიტალის პერმანენტული დანაშაულებრივი მოქმედების იურიდიულ გაფორმებას, ამ დანაშაულებრივი ხროვის პოლიტიკური ნების იურიდიულ გამოხატულებას, მათ მიერ საზოგადოებისათვის თავსმოხვეული დანაშაულებრივი ნების იურიდიულ გაფორმებას (ეს მოგვიტანა „ეროვნულმა მოძრაობამ“ და გასული საუკუნის 80-იანი წლების ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტურმა გადატრიალებამ);
– ეს იყო დაუფიქრებელი, აფექტური მოქმედება მშრომელი, უბრალო, გაჭირვებული კაცისა: სრულიად თავისუფალი პირადი გამორჩენის მოტივისაგან მოქმედება;
– ეს იყო დაუფიქრებელი, აფექტური, დანაშაულის შემცველი, მაგრამ (!!) საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, სრულიად მისაღები – უფრო მეტიც – მეტად აქტუალური საერთო ხასიათის სოციალური მოთხოვნებით;
– თავის მოთხოვნებში ზურაბიშვილმა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნება და აჯანყდა უსამართლო, ანტიადამიანური, დანასაულებრივი სისტემის წინააღმდეგ. დიახ, ზურაბაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, აიყვანა რა უბრალო ხალხი მძევლად, მაგრამ ის აჯანყდა დღევანდელი ბამკირებისა და მსხვილი ბიზნესმენების დანაშაულებრივი ხროვის წინააღმდეგ, ვინც სისხლს სწოვს საქართველოს მრავალეროვნულ მოსახლეობას!
– ზურაბაშვილი არ გააკეთებდა ამას, რომ საქართველოში იყოს ძლიერი მემარცხენე, სოციალისტური პლატფორმა, რაში არა მას და მისთანა მშრომელ ადამიანებს, არამედ ჩვენ, მემარცხენეებს მიგვიძღვის ბრალი;
– ამიტომ ზურაბაშვილის მხარდასაჭერი კამპანია მორალურად გამართლებულია და აუცილებელიცაა! დიახ, ჩვენ არ ვამართლებთ იმ მეთოდს, რასაც მიმართა ზურაბიშვილმა, მაგრამ ხაზს ვუსვამთ რომ ეს იყო სასოწარკვეთილი პატიოსანი კაცის დაუფიქრებელი მოქმედება!
– თუ თავს ვთვლით ვაჟკაცებად, თუ თავს ვთვლით უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლებად, უნდა ვეცადოთ ზურაბაშვილის მხარდასაჭერი მორალური კამპანიის ორგანიზებას პოლიტიკური, საერთო ხასიათის სარჩულით!
უფრო კონკრეტულად მორალური მხარდაჭერის შესახებ:
გთავაზობთ, სასამართლოსთან შევიკრიბოთ ზურაბაშვილის საქმის სასამართლოს განხილვის დღეს ზუსტად იგივე მოთხოვნებით, რა მოთხოვნებიც გააჩნდა თვითონ მას.
ამ განცხადებას ვაკეთებ როგორც ერთიანი კომუნისტური პარტიის (პარტია აკრძალულია, დასუსტებულია, მარგინალიზებულია, მაგრამ ცოცხალია და იბრძვის) წარმომადგენელიც”
– წერს “ერთიანი კომუნისტური პარტიის” თავმჯდომარე, თემურ ფიფია
კომენტარები