„კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება“- ბილ გეითსი

პანდემიის შემდეგ, კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.

-„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, -მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის. არის მეორე საფრთხე, რომლის წინაშე კაცობრიობა დადგება, – ბიოტერორიზმი. ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს  ნიშნავს,- ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

კომენტარები