კაცხის სვე­ტი ჭი­ა­თუ­რი­დან საკ­მა­ოდ შორს მდე­ბა­რე­ობს… სვეტ­თან მი­სას­ვ­ლე­ლად სო­ფე­ლი კაცხი უნ­და გა­ი­ა­რო

კაცხის სვე­ტი ჭი­ა­თუ­რი­დან საკ­მა­ოდ შორს მდე­ბა­რე­ობს… სვეტ­თან მი­სას­ვ­ლე­ლად სო­ფე­ლი კაცხი უნ­და გა­ი­ა­რო.

მო­ნას­ტერ­ში ლოც­ვა ღა­მის 2 სა­ათ­ზე იწყე­ბა და გამ­თე­ნი­ამ­დე, 4-5 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. დი­ლით, 11 სა­ათ­ზე ტრა­პე­ზია. მე­რე მორ­ჩი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა.

სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.

სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.

აკადემიკოს აკაკი შანიძის განმარტებით,  გეოგრაფიული ტერმინი  “კაცხი”, სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს. კაცხის სვეტის ზედა ბაქანზე ორი ეკლესია დგას. შუა საუკუნეებში აქ განდეგილთა სამყოფელი იყო; მეორე ეკლესია-სამლოცველოს აქვს კრიპტი (ქვემო სართული – სამარხი), იგი აზიდული თლილი ტუფით არის  ნაგები. მკვლევართა აზრით, ამგვარ ადგილებში  სამლოცველოს აგება იმაზე მიუთითებს, რომ მესვეტეობა საქართველოშიც უნდა ყოფილიყო გავრცელებული.. სვეტზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული ბოლნური ტიპის ჯვარი. გასული საუკუნის 40-იან წლებში კაცხის სვეტზე ექსპედიცია ავიდა. ექსპედიციის წევრებს შორის იყო მწერალი ლევან გოთუა.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ სვეტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონს  სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. კლდოვან სვეტზე – ძელი ცხოველის ბუნზე და საფეხურებიან პოსტამენტზე შემდგარ, მედალიონში ჩაწერილ ჯვრის რელიეფს პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. კაცხის შემოგარენში, ამავე დროს, ამ ქმედებით, გარკვეულწილად, ადრე შუა საუკუნეებში ქართლის სამეფოს უკიდურეს დასავლეთი საზღვარიც მოინიშნა.  კაცხის სვეტს სახელობაც „ძელი ცხოველი“ – სვეტი ცხოველი ამავე საუკუნეში მიენიჭა და მცხეთის ჯვარს დაუკავშირდა. მცხეთის კერპთა შემმუსვრელი ჯვრის სახელობა წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამ რეალიას ადასტურებს ისიც, რომ კაცხის სვეტის დღეობა პარასკევობითაა, ჯუანშერის ცნობით, ყოველი პარასკევი დღე მცხეთის ჯვრის ტაძრის დღეა, რომელიც ადარნასეს ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა (VI ს) დააწესა. ბოლო ვერსიის თანახმად (გ. გაგოშიძე) ეკლესია აქ, კლდის თხემზე სამი-ოთხი საუკუნით გვიან აშენდა.
საინტერესოა კაცხის სვეტის კაცხისავე გუმბათიან ტაძართან (X-XI სს) განხილვა. ეს ორი სალოცავი ერთმანეთს 1,5 კილომეტრით არის დაცილებული და მათ მჭიდრო კავშირზე მოსახლეობაში შემორჩენილი გადმოცემაც მეტყველებს – თითქოს სვეტის თავიდან კაცხის მაცხოვრის ტაძრამდე ჯაჭვი ყოფილიყო გაბმული. ეს ლეგენდა გვახსენებს გადმოცემას მცხეთის სვეტიცხოველისა და ჯვრის ტაძრის გუმბათებს შორის გაჭიმული ჯაჭვის შესახებ, რომელზედაც კეთილმსახური ბერები დაიარებოდნენ. აქაც, მცხეთური სიწმინდეების მსგავსად, კაცხის გუმბათიანი ეკლესია ქრისტეს საფლავის, ხოლო კაცხის სვეტი გოლგოთის განსახიერება უნდა იყოს.
კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა  XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს  კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.
ამ მკვლევრის აზრით, კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესია იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (V ს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები (VI–ს.) რომელსაც ქვემოთ თაღოვანი კრიპტა ჰქონდა. ეს კომპლექსი ვ. ცინცაძემ დაუკავშირა მესვეტეობას, სირიაში გავრცელებულ უკიდურესად ასკეტურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს. ამ წესის ფუძემდებელი სვიმონ მესვეტე უფროსი (356 – 459 წ.წ.) ანტიოქიის აღმოსავლეთით, ალეპოს სიახლოვეს ქვით აგებულ მაღალ სვეტზე დამკვიდრდა და ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სვეტზე გაატარა.
ვ. ცინცაძის აზრით, თხემზე შეწყვეტილი მესვეტეობის შემდეგ უნდა იყოს აშენებული სვეტის ძირში მცირე ეკლესია, რომელიც X საუკუნით თარიღდება.
1972 წელს დიდხნოვანი ცაცხვის წაქცევის შედეგად შემთხვევით გაიხსნა ხის ფესვების ქვეშ არსებული კრიპტა (აკლდამა), სადაც ასევე აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალა.
1997 წელს ამ ტერიტორიაზე აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება. საჭირო გახდა სამონასტრო ცხოვრებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ეკლესიების (ქვედა და სვეტის) აღდგენა.
სვეტის თხემზე სპეციალისტების მეორედ ასვლა 1999 წელს განხორციელდა ალპინისტ ბ. გუჯაბიძის დახმარებით. ამჯერად ექსპედიცია დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: არქიტექტორი რ. ჯანაშია, არქიტექტორ-რესტავრატორი თ. გაბუნია, ხელოვნებათმცოდნე გ. გაგოშიძე. დაიგეგმა სამომავლო სამუშაოები, გაწმენდა, აზომვა, კვლევა. ამავე წელს წელს, კაცხში მოღვაწე ბერის, მამა მაქსიმეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით დაიწყო და 2000 წელს დასრულდა მესვეტის (ქვედა) ეკლესიის აღდგენა (პროექტის მიხედვით).
ახალი, 1999-2005 წლებში წარმოებული კვლევების შედეგად,  სვეტის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დათარიღების ახალი ვერსია წარმოიშვა. მისი ავტორია ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე. ამ ვერსიის მიხედვით, ირკვევა შემდეგი: 1.სვეტის თავზე ორის ნაცვლად ერთი ეკლესიაა, მეორე – ნახევრად კლდეში ნაკვეთი ნაგებობა – ბერების საცხოვრებელი სენაკებია. 2.ქვით ნაგები ეკლესია თარიღდება არა V – VI, არამედ  IX და უფრო X საუკუნის პირველი ნახევრით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეკლესია გვაგონებს ახლომდებარე ისეთი ძეგლების, ქვათა წყობას, როგორებიცაა: თირი და რგანი (ორივე X-ის II ნახ.). მნიშვნელოვანია ისიც, რომ კაცხის სვეტზე გამოვლენილი სამონასტრო მეურნეობა (განსაკუთრებით, ქვევრები), აბათილებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ აქ უკიდურესად ასკეტი მესვეტე იყო დამკვიდრებული. კაცხის სვეტის მცირე მონასტერი, სადაც სავარაუდოდ, ორი-სამი ბერი მოღვაწეობდა, დიდი მონასტრიდან გამოყოფილი მარტოდსამყოფელია და იერით ძლიერ გავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად  ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
2006 წელს ს/ს „ჭიათურმანგანუმის“ გენერალური დირექტორის აკაკი გურჯიძის ფინანსური დახმარებით მოეწყო სვეტზე ასასვლელი ხარაჩო და ამავე წლის ნოემბერში არქეოლოგ დ. ბერიკაშვილის მეთვალყურეობით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა საყოფაცხოვრებო ხასიათისაა. იგი ძირითადად კერამიკით წამოდგება, თუ არ ჩავთვლით მოოქროვილ ვერცხლის მცირე ფირფიტას, რომელზეც სტილიზებული მცენარეული ორნამენტია გამოსახული და მოოქროვილ ვერცხლის ჯვრის ნაწილს. არქეოლოგიური მასალა, რომლის თარიღი მსგავსი მასალების საფუძველზე,  XVI – XVII საუკუნეებით განისაზღვრა, კომპლექსის არსებობის ბოლო ხანებს უნდა მიეკუთვნებოდეს. თვითონ კომპლექსი რამდენადმე ადრეული უნდა იყოს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უფრო ძველი მასალებიც გამოავლინოს.
2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ) რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. საინტერესოა მისი შინაარსი, რომელიც ამ მცირე მონასტრის მრავალ საინტერესო საკითხს ჰფენს შუქს. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია ,,ძელი ცხოვრებაზე“ – ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.  ასე რომ, კაცხის სვეტზე XIII საუკუნეში მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასტურდება.

კომენტარები