კახაბერ გვანცელაძე: „საბავშვო ბაღები, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების გამო დახურულია, ეტაპობრივად გაიხსნება“

 

კორონავირუსის შემთხვევების გამო 91 ბაღია დახურული. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ეტაპობრივად აღდგება.

ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

-„პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში დასწრება მნიშვნელოვნად შემცირებულია, დაახლოებით 25-30 პროცენტით.

უკვე გაიხსნა ექვსი ბაღი, რომლებმაც თვითიზოლაციის პერიოდი გაიარა, სხვა თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს კორონავირუსი არ დადასტურებიათ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კომენტარები