კახაბერ კაკაბაძე: დაბეჯითებით გეუბნებით – კოვიდვაქცინა სინამდვილეში, ანტიქრისტეს ბეჭედია!

 

პლანეტაზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობის უკიდურესი მღელვარების ფონზე მიმდინარეობს, რადგან ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ვარდებიან კომაში და იღუპებიან. გასულ კვირაში საყოველთაო აცრების სტარტი საქართველოშიც გამოცხადდა და ტრაგედიამაც არ დაახანა: სადემონსტრაციოდ აცრილი 28 წლის საღ-სალამათი ექთანი გოგონა პროცედურიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა და დაიღუპა! 

– „ანტიკოვიდური ყველა ვაქცინა სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ საქართველოში ყველაზე უარესი – „ასტრაზენეკა“ შემოიტანეს, რომელიც მსოფლიოს ცამეტმა წამყვანმა ქვეყანამ საკუთარ ტერიტორიაზე სწორედ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო აკრძალა! ვაქცინების ბუნება ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევებში აცრას თრომბო-ემბოლური გართულება მოსდევს, რომელთა დიდი ნაწილი პაციენტის სიკვდილით მთავრდება. ეს არის პლანეტაზე ყველაზე უფრო დიდი მასშტაბის დანაშაული, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ოდესმე მომხდარა. ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას კი არა, მოკვდინებას და პლანეტის მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად, ამასთან, ეს არის ადამიანების სულების წარწყმედის ეშმაკეული მექანიზმი!“ – ასეთი სკანდალური განცხადებით დაიწყო ჩვენთან მორიგი ინტერვიუ „კიოკუშინკაი“ კარატეს ცნობილმა ინსტრუქტორმა, კოვიდ-აფერის მამხილებელმა აქტივისტმა,

კახაბერ კაკაბაძემ:

 

– კოვიდფაშისტებმა უკვე იმსხვერპლეს 27 წლის საღსალამათი ქართველი ანგელოზი, რომელიც დემონსტრაციულად აცრიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. თანავუგრძნობ გოგონას ახლობლებლებს ამ მწუხარებაში, მაგრამ მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, სატანის მსახურები მომავალშიც არ მოისვენებენ. ეს ტრაგედია სამწუხაროდ, მხოლოდ შესავალია. წყეულიმც იყოს ყველა, ვისაც ვაქცინაციის მეშვეობით მოსახლეობის ამოწყვეტა შეგნებულად აქვს განზრახული!

წმიდა ანდრია კესარიელი ბრძანებს, წმიდა მამებმა რამდენიც არ უნდა იწინასწარმეტყველონ, ანტიქრისტეს ხრიკებს სრულად მხოლოდ მზაკვარის თანამედროვე ეპოქაში მცხოვრები ადამიანები გამოიცნობენ, რადგან  მის ოინებს საკუთარი თვალით იხილავენო. ვაცხადებ პასუხისმგებლობით, რომ ჩვენი თაობა უკვე ცხოვრობს ანტიქრისტეს ეპოქაში, ამის მიუხედავად, ადამიანების დიდი ნაწილი მოვლენებს მაინც ვერ აღიქვამს სათანადოდ, არამედ, ბრმად მიყვება  კოვიდრეგულაციებს და კანონებს, რომელიც საბოლოოდ ფიზიკურ აღსასრულს და სულის წარწყმედას გამოიწვევს.

 

  • რა გაქვთ მხედველობაში?

 

  • ყველა მოვლენა, რაც ახლა ხდება, სცენარშია გაწერილი. ადამიანების ნაწილი ამ სცენარის რეალიზაციას გაუცნობიერებლად, სხვები კი, გაცნობიერებულად ემსახურებიან. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა პანდემიის ილუზია შექმნეს. ტელევიზიები აჩვენებდნენ 2013 წელს ჩაძირული ლაინერის დაღუპულ მგზავრთა კუბოებს და მათ კოვიდპანდემიის მსხვერპლად ნათლავდნენ. უამრავმა ასეთმა ცრუ ინფორმაციამ, ფოტო და ვიდეო მონტაჟებმა საზოგადოებაში შეუქცევადი პანიკა გამოიწვია. ამას შედეგად ის მოყვა, რომ ადამიანები საკუთარი ფეხით მიდიან სასაკლაოზე, ვაქცინაციის რიგში დგებიან და მოვლენებს საფუძვლიანად კი არ აანალიზებენ, არამედ იმაზე მსჯელობენ, „ასტრაზენეკა“ შეიშხაპუნონ, „სპუტნიკი,“ „პფაიზერი“ თუ „სინოვაკი.“ არადა, ყველა ვაქცინა ჯამში ერთი და იგივეა, რაც არ უნდა უარყონ ცრუპანდემიის შემნიღბავებმა, თავად ბილ გეიტსი და მისი კომპანია  იუწყებიან, რომ თითოეული მათგანი შეიცავს ლუციფერაზას! დიახ, ყველა ეს ვაქცინა ერთი ბუნაგიდან მოედინება! მაგალითად, ისრაელში სწორედ ელიტარული „პფაიზერით“ აცრის შედეგად  გარდაიცვალა 700 მოქალაქე! კაცობრიობის მოსასპობად მთელი წარმადობით მუშაობს ბიო-სამხედრო მანქანა, რომლის დანიშნულებაა პლანეტაზე ორი მილიარდი ადამიანის თანამიმდევრულად ამოწყვეტა – ჯერ ექიმების, რათა სხვებს ვეღარ აღმოუჩინონ დახმარება. ცნობილია, რომ მაფია იშორებს ჯერ მთავარ მოწინააღმდეგეს, შემდეგ სნაიპერს, რომელსაც ის მოაკვლევინა და შემდეგ იმასაც, ვინც სნაიპერი მოიცილა. ამიტომ, ექიმების შემდეგ დგება პოლიციელების და პედაგოგების ჯერი. პარალელურ რეჟიმში, ხდება ხანდაზმულების საიქიოს გასტუმრება, რათა მათთვის პენსიების მიეცემა თავიდან აიცილონ.

 

  • საქართველოშიც იგივე გეგმა ხორციელდება?

 

  • საქართველოში არჩევანიც არ არსებობს – შემოიტანეს მკვლელ ვაქცინებს შორის ყველაზე უარესი – „ასტრაზენეკა,“ რომელიც მსოფლიოს 13 წამყვან სახელმწიფოში იყო აკრძალული, ვინაიდან ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ მან გამოიწვია! „ასტრაზენეკა“ შეიცავს აბორტის ცოდვით მოკვდინებული ჩვილის თირკმლის უჯრედებს და რა თქმა უნდა – ლუციფერაზას! აქვე დავამატებ, რომ აბორტი – საზარელი ცოდვაა, საკუთარი შვილის მკვლელობა! ცნობილია, რომ აბორტის შედეგად მოკლული ჩვილების სხეულების ნაშთებისგან მზადდება სახის კრემები და ვინ იცის, რომელიმე მკვლელ დედას, შესაძლოა, საკუთარი შვილის სხეულისგან დამზადებული კრემი წაუცხია! დავუბრუნდები აცრის თემას – 28 წლის ექიმის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე                                                                                                                                      ტელეკამერის წინ დემონსტრაციულად „აცრეს“ ზუგდიდელი მედმუშაკი, ლანა უბილავა.                                            უფრო სწორად, ეს აცრა კი არა, თვალთმაქცობა იყო, ვინაიდან კადრში აშკარად ჩანდა, რომ ამპულა გახლდათ გაუხსნელი. მსგავსი სიმულაციები უცხოეთშიც ხშირად ხდება. ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში ნდობის შექმნის მიზნით, ტელეკამერების წინ დემონსტრაციულად „იცრებიან“ ხელისუფლების პირველი პირები, თუმცა უკვე გაიშიფრა აფერა: ეს მხოლოდ, ვაქცინაციის ილუზიაა, ვინაიდან მათ უშხაპუნებენ გლუკოზას ან ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო რიგ შემთხვევაში, საერთოდ არაფერს უკეთებენ, რადგან იყენებენ შპრიცის იმიტაციას, რომლის ნემსი შედის არა ორგანიზმში, არამედ უკან – ფსევდოშპრიცის შიგთავსის სიღრმეში! საცდურს იყენებენ, რათა მოსახლეობა ასაცრელად წააქეზონ. ცხადია, ამგვარად „აცრილებს“ ვაქცინის საზარელი უკუჩვენებები არ ემუქრებათ, განსხვავებით – უბრალო ადამიანებისგან, რომლებსაც ამ სასიკვდილო სითხეს რეალურად უკეთებენ. დაფიქრდით, ქრისტესმიერო დანო და ძმანო: კოვიდვაქცინაცია კარგი რომ იყოს, ამდენი რეკლამა და მოწოდება განა დასჭირდებოდა? თან გეუბნებიან – უფასოდ გცრითო… ნუ გავიწყდებათ, რომ „უფასო ყველი – მხოლოდ სათაგურში ძევს!“ დიახ, ჩემო თანამემამულენო, სათაგურში შეტყუებულები ხართ და ვაქცინის სახით წინ უფასო ყველი გიდევთ! დაბეჯითებით გეუბნებით – კოვიდვაქცინა სინამდვილეში, ანტიქრისტეს ბეჭედია!

 

  • ამას რაზე დაყრდნობით აცხადებთ?

 

  • მცდარია ვარაუდი, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება ჩიპი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებს მარჯვენა ხელზე და შუბლზე კანქვეშ ჩაუნერგავენ! მზაკვარმა ასეთი მითი, როგორც ცრუ მანევრი – გამიზნულად მოახვია მორწმუნე მრევლს, რათა ყურადღება მთავარი საფრთხიდან სხვა მიმართულებით გადაეტანა. ათონელმა წმიდა ბერმა პაისმა 40 წლის წინ იწინასწარმეტყველა, რომ გამოიგონებენ არარსებულ დაავადებას და დაპანიკებული კაცობრიობა აცრის მიზნით რიგში ჩადგება, რა დროსაც ისინი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენო – რაც ამჟამად, ჩვენს თვალწინ სრულდება! მე ძალიან მეცოდებიან ექიმები და ძალოვანი ორგანოების თანამშრომლები, ასევე, პენსიონერები, ვინაიდან პირველ რიგში მოსახლეობის ამ კატეგორიის აცრა იგეგმება. იტალიაში მასობრივად გაწირეს პენსიონერები, როცა აცრა ჩაუტარეს – მათი სახით „ზედმეტი მჭამელები“ მოიშორეს! გვინახავს ფილმები, თუ როგორ იპყრობენ ქალაქს „ზომბები,“ მათი დაკბენილი ადამიანები როგორ იქცევიან თავადაც „ზომბებად“ … რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა გეჩვენოთ, როდესაც ჩაირთვება 5 G ინტერნეტი, ყველა ვაქცინირებული ადამიანი ზომბების მაგვარ არსებად გარდაიქმნება, რომლებსაც პიროვნული მეობა აღარ ექნებათ. ეს ჟამი უკვე კარს მოგვადგა!

 

  • რანაირად შეიძლება, კოვიდვაქცინა  „ანტიქრისტეს ბეჭედი იყოს?

 

  • ყველაფერი იწყება კოვიდ 19 – ზე ტესტირებით და ვაქცინაციით გვირგვინდება. გვახსოვს პერიოდი, როდესაც პანდემიის პირველი ტალღის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით ვიცოდით და ჩვენს გარშემო არავინ იყო დაინფიცირებული. მეორე ტალღა, რომელიც უკვე ჩვენც შეგვეხო, სწორედ ტესტირებამ განაპირობა! მესამე ტალღა კი, უკვე ვაქცინირებულებისგან გაჩნდება. საქმე იმაშია, რომ ე.წ. ტესტები უკვე არის ვირუსით დაბინძურებული და ტესტირების დროს წინასწარ გამიზნულად ხდება ორგანიზმში კოვიდის გამომწვევი ვირუსის შეყვანა, რომელიც თავის დროზე ასევე წინასწარგამიზნულად შეიქმნა! ამის შესახებ არ იცის მედპერსონალმა, რომელიც პროცედურას ატარებს. ამასთან, სატესტო წკირებზე დახვეულ ბამბებზე აღმოჩენილია ნანოჩიპები!

 

  • ეს ვარაუდი სიცილად არ ეყოფათ ვაქცინის მომხრეებს. რა ნანოჩიპზეა საუბარი?

 

  • სამწუხაროდ, ეს არ არის ვარაუდი და ასეთი აღმოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სწავლულმა მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოახდინეს. ინტერნეტში კი, ამ ნანოჩიპების ამსახველი ვიდეოკადრებიც მრავლად მოიპოვება! ადამიანის ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებით დაწყებული ეს კამპანია პლანეტის მოსახლეობის მასობრივ ტესტირებასა და ვაქცინაციაში გადაიზარდა. ჰაიდლაინებში გაწერილია, რომ ტესტირება უნდა მოხდეს სატესტო წკირის ცხვირის ღრუში ღრმად შეყვანით. ამ დროს ძალიან ადვილად შეიძლება დაზიანდეს ჰემატო-ენცეფალური ბარიერი, რომელიც ტვინს იცავს ბაქტერიების შეღწევისგან. ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში მონების დასჯის ერთ-ერთი ფორმა სწორედ, ჰემატოენცეფალურ ბარიერის დარღვევა გახლდათ, რის შედეგადაც ტვინში მტვერი და ბაქტერიები ადვილად აღწევდა და მონა წამებით იღუპებოდა. ჰემატო-ენცეფალური ბარიერის მახლობლად წკირის შეყვანის დროს ხდება იმ არეალში ვირუსის და ნანოჩიპების გავრცელება. ვირუსის შეყვანის გამო პაციენტი ხდება კოვიდდადებითი. ამით აიხსნება ფაქტი, რომ პირველი ტესტირების დროს პაციენტების უმრავლესობა ჯნმრთელია, ხოლო განმეორებითი ტსტირების დროს – კოვიდდადებითი! რაც შეეხება ბამბაზე მოძრავ ნანოჩიპებს – ისინი ტესტირების დროს გადადიან ცხვირის ღრუში და მოძრაობენ ტვინის სიახლოვეს. მე-5 თაობის ინტერნეტის (ფსიქოტრონული იარაღის) ჩართვის შედეგად ჩიპები იქცევიან ერთგვარ ანტენებად, რომლებიც გადასცემენ თქვენი ორგანიზმის მონაცემებს; ინფორმაციას, ხართ თუ არა ვაქცინირებული; თქვენი გულისცემის სიხშირეს, ტემპერატურას, რა წამლებს იღებთ, სად იმყოფებით… რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, არის ის, რომ ლინდა და ბილ გეითსის ფონდმა 2020 წლის 26 მარტის განაცხადით შეიძინეს პატენტი, რომლის ნომერია 06.06.06. მიზანი: მოიპოვონ ადამიანების ბიომეტრიული მონაცემები, მიიანიჭონ ბარ კოდი (QR კოდი) და დააკავშირონ ყველანი კრიპტოვალუტასთან, რათა ადამიანები აქციონ ტოტალური და მართვადი გლობალური სისტემის მონებად. ამ პატენტის სახელია ლუციფერაზა, და ულტრაიისფერი დასხივებისას თერმოსკრინინგის დროს (3D სკანირებისას) დაინახავენ, თუ ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა. ეს იქნება თავისუფლებისა და ყოველივე პირადული ნების დასასრული!

 

  • ანტიქრისტეს ბეჭედი ეს ნანოჩიპი იქნება?

 

  • როგორც კი 5 G ინტერნეტი ჩაირთვება, ეს ნანოჩიპები თავს მოიყრიან ორგანიზმის იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტი სითბური ადგილებია – შუბლზე და მარჯვენა ხელზე! აკი, თერმოსკრინინგის დროს სიცხეს სწორედ შუბლსა და მარჯვენ ხელზე გვიმოწმებენ… სპეციალური რობოტი „კობრაიდერები“ ადამიანებს შეამოწმებენ ყველგან, თავშეყრის ადგილებში, მარკეტებში – იმის დასადგენად, არის თუ არა ვაქცინირებული.
    კობრაიდერის რეკლამა უკვე სისტემატიურად გვხვდება “ფეისბუქზე”

    აღსანიშნავია, რომ პირველი ვაქცინაციის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება მხეცის გენეტიკის – აბორტით მოკვდინებული ჩვილების ორგანიზმების ფრაგმენტების და მკვდარი მაიმუნის და ღორის უჯრედების შეყვანა; მეორე ვაქცინაციის დროს კი, უკვე ადამიანის „გაციფრულება“ მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მიენიჭება კოვიდპასპორტი და QR კოდი.

 

  • რა გამოდის? ადამიანი ისე მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, რომ აზრზეც ვერ მოვა? ბეჭდის მისაღებად ქრისტეს უარყოფას არ მოსთხოვენ?

 

  • მსგავსი რამ წმიდა წერილში არსად გვხვდება. მხოლოდ, გამოცხადების მე-13 და მე-14 თავებში წერია: „და აიძულა ყველა, მიეღოთ ნიშანი შუბლსა და მარჯვენა ხელზე!“ მზაკვარი იქცევა მზაკვრულად! მზაკვარი წინასწარ არ გაგვაფრთხილებს, რომ საკუთარი ბეჭდით აღბეჭდვას გვიპირებს! ტოტალური კონტროლის ანტიქრისტიანული და ანტიადამიანური სისტემა გახლავთ პირველი მხეცი; ხოლო მეორე მხეცი იქნება ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერული სისტემა, ე.წ. რობოტი კობრაიდი, რომელიც მთელს კაცობრიობას გატესტავს, დანომრავს და აღბეჭდავს, ხოლო ვაქცინირებულ ადამიანებს კობრაიდი მიანიჭებს QR კოდს. ცნობილია, რომ ადამიანის იდენტიფიკაცია ხდებოდა პირადი ნომრით. საყოველთაო ვაქცინაციის შემდეგ კი, მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები იქნებიან იდენტიფიცირებულები და მხოლოდ მათ ექნებათ ყიდვა-გაყიდვის, ანუ არსებობის საშუალება! ხოლო არავქცინირებულები ან შიმშილით დაიღუპებიან, ან მთებში გაიხიზნებიან და მცირე კოლონიებად იარსებებენ, ვიდრე დედამიწაზე ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდება. ჯალალედინი, თემურ-ლენგი და შაჰ-აბასი იმდენად საშიში არ იყო, როგორც ტოტალური კონტროლის ეს სისტემა, რადგან ისინი კლავდნენ სხეულს და ამით ადამიანებს ცხონებაში უნებურად ეხმარებოდნენ… კოვიდფაშისტები კი, ადამიანებს ტესტირებისა და ვაქცინაციისკენ, შესაბამისად – ანტიქრისტეს ბეჭდის მისაღებად უბიძგებენ… არადა, წმიდა წერილში წერია – ვინც მიიღებს მხეცის ნიშანს, ის თავს დაიტეხს ღვთის რისხვას და სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდება!

 

  • სად არის გამოსავალი?

 

  • ვერავის მივუთითებ, ჩაიტაროს ტესტირება თუ არა; აიცრას თუ არა… მხოლოდ ვატყობინებ საზოგადოებას, იმ განსაცდელის შესახებ, რაც ელოდება ერთ ან მეორე შემთხვევაში. მეკითხებით, თუ სად არის გამოსავალი და გადარჩენა? – უარი უნდა ვთქვათ ანტიქრისტეს ბეჭედზე! თუნდაც, ფიზიკური სიკვდილის სანაცვლოდ – სულები ვიხსნათ მარადიულის სატანჯველისგან! შევინარჩუნოთ ღმერთისგან ბოძებული თავისუფალი ნება და მზაკვარს არ მივცეთ მასზე გაბატონების უფლება! გვახსოვდეს, რომ საკითხი სულის წარწყმედას ან გადარჩენას ეხება!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები