კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩის 16-ში მცხოვრები 12 ოჯახი „თბილგვირაბმშენის“ თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და მეტროს მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით.

საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილის ქუჩის 38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახსაც.

ოჯახები საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-მდე ოჯახს დაუკანონდა.

კომენტარები