კახა კალაძე: „არც პარლამენტს და არც მთავრობას არ აქვს ბერკეტი, რომ კონკრეტული ადამიანები ციხიდან გაათავისუფლონ. ოპოზიცია ცრუობს“

-„არც პარლამენტს და არც მთავრობას არ აქვს ბერკეტი, რომ კონკრეტული ადამიანები ციხიდან გაათავისუფლონ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებები განხორციელდეს. ეს იყო 8 მარტის შეხვედრების შეთანხმება და ასახული იქნა დოკუმენტში. ამის შესრულებაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას. მაგრამ, ამას აქვს მეორე მხარე – ოპოზიცია ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელთაც გარკვეული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეესაბამება იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ადამიანები ციხიდან გაათავისუფლოს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ პირიქით – დამუხტვა. კარგად ხვდებიან, იციან, რა რეიტინგები აქვთ, იციან, რომ არჩევნების გზით მათ გამარჯვების არანაირი შანსი, არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ..

უცხოელ პარტნიორებს რაც შეეხებაა, არავის უნდა მიეცეს შესაძებლობა, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკური ხედვების გამო, დააზიანოს ქვეყნის იმიჯი, შეცდომაში შეიყვანოს და გაუგებრობაში ამყოფოს ჩვენი პარტნიორები. ვიმეორებ: შეთანხმებაში, რომელიც შედგა, ერთი სიტყვაც კი არ ყოფილა ნახსენები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული ადამიანები უნდა იქნენ გათავისუფლებულნი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

კომენტარები