კახა კალაძე – „აქ­ცი­ის დაშ­ლა არც იგეგ­მე­ბო­და და არც მომ­ხდა­რა“

„აქ­ცი­ის დაშ­ლა არც იგეგ­მე­ბო­და და არც მომ­ხდა­რა. ეს იყო მო­გე­რი­ე­ბა, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ელ­და შტურ­მი, თავ­დას­ხმა პო­ლი­ცი­ა­ზე და შტურ­მი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე“, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იხი­ლა და ახლა ფაქ­ტის და­მა­ხინ­ჯე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

„აქ­ცი­ის დაშ­ლა არც იგეგ­მე­ბო­და და არც მომ­ხდა­რა. ეს იყო მო­გე­რი­ე­ბა, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ელ­და შტურ­მი, თავ­დას­ხმა პო­ლი­ცი­ა­ზე და შტურ­მი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე. გვახ­სოვს ჩვენ, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი. თქვენ თუ არ გინ­დათ, რომ არ და­ვი­ნა­ხოთ რე­ა­ლუ­რად რა იყო და რო­გორ იყო, ეს სხვა თე­მაა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას ხე­დავს. არა­ვის მივ­ცემთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მოხ­და, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად, არას­წო­რად მი­ა­წო­დოს მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გავ­ყვეთ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი და რა­ტომ და­ი­წყო შე­ტე­ვა, რო­მე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის, ვისი მო­წო­დე­ბე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენს მი­ე­რაა გა­და­ღე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ერ­თხელ იხი­ლა“, – გა­ნუ­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სო­ლო­ლაკ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­ბიზ­ნეს­ცენ­ტრთან აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

“გა­ხა­რია წადი”, “რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია” – ამ მო­წო­დე­ბით მათ მან­ქა­ნე­ბით მსვლე­ლო­ბა რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყეს. მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნის ნა­წი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თა­ნაც წა­ვი­და.

 

 

კომენტარები