კახა კალაძე: „ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა“

-„ქვეყნის ოკუპაცია ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

პირველი, ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა და მოახერხა. მეორე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ქვეყნის ოკუპაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ყველაფერი შევაჩეროთ და მოვახდინოთ დეოკუპაცია”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაცით, საჩხერის ტყეში საოკუპაციო მონიშვნები გაჩნდა.

კომენტარები