კახა კალაძე: „ვიზიარებ რეზო ამაშუკელის ოჯახის წევრების, მეგობრების, ქართული კულტურის “

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

-„ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოეტის, თბილისის საპატიო მოქალაქის, რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო. ბატონი რეზო არის არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. დიდია მისი წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ვიზიარებ რეზო ამაშუკელის ოჯახის წევრების, მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა წუხილს“, – წერს კახა კალაძე.

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები