კახა კალაძე: „მეამაყება ჩემი განვლილი ცხოვრება, – ვერავინ იტყვის, ვინმეს ბიზნესი წავართვი, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე ან კორუფციულ გარიგებაში“

-„2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში. ვიყავი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი. მაშინაც ბევრ სიბინძურეს ვისმენდით, არჩევნები როცა ახლოვდებოდა. ბოლო სამი წელია ვარ დედაქალაქის მერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვერც ერთი ჟურნალისტი, ვერცერთი ტელევიზია, ვერცერთი ოპონენტი ვერ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, – კახა კალაძე ვინმეს ბიზნესში ჩაუჯდა, ბიზნესი წაართვა ან ბიუჯეტიდან რამე მოიპარა ან რაიმე კორუფციულ გარიგებაში შევიდა. ამით ვარ უბედნიერესი ადამიანი, ყოველთვის თავაწეული დავდივარ, მეამაყება ჩემი განვლილი ცხოვრება, – არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ გამიფუჭებია, არ წამირთმევია არ მომიპარავს. რაც მაქვს შექმნილია ჩემი შრომით, ჩემი სპორტული ცხოვრებით, რითაც ვამაყობ.

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე, ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ქრონიკა“, მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებით, ბრალდებებს, რომელზეც ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

25 სექტემბერს მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში უპასუხა.

„ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები