კახა კალაძე: „საქართველოში, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს“

-„საქართველოში, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. 

თუ გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

თუმცა,  ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც აქვს რეალური შანსი ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში, თუმცა დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

 

კომენტარები