კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა

კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა. გამოკითხვა სპორტულმა ვებ-გვერდმა, Sports.ua-მ ჩაატარა.

მეორე-მესამე ადგილებზე გიორგი დემეტრაძე და ჯაბა კანკავა გავიდნენ. კალაძე კიევის „დინამოში“ 1998 წელს გადავიდა. ლეგენდარული მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის ხელმძღვანელობით 2,5 წელი ითამაშა.

ამ დროის განმავლობაში ქართველმა მცველმა სამჯერ უკრაინის ჩემპიონატი და ამდენჯერვე ქვეყნის თასი მოიგო.

2001 წელს კალაძემ უკრაინიდან იტალიის „მილანში“ გადაბარგდა, სადაც წლების განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და ორჯერ, 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ერთ-ერთმა სპორტულმა ვებგვერდმა ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად გიორგი დემეტრაძე დაასახელა.

კარიერის განმავლობაში დემეტრაძე პრემიერ ლიგის ორ კლუბში, „ალანიასა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. მისთვის გამორჩეული 1998/1999 წლების სეზონი იყო, 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მეორე-მესამე ადგილზე „ლოკომოტივის“ ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელები, ზაზა ჯანაშია და საბა კვირკველია გავიდნენ. რუსეთის ჩემპიონატში მთლიანობაში ასზე მეტ ქართველს უთამაშია. ამ ეტაპზე პრემიერლიგაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურაბ დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა და საბა კვირკველია გამოდიან.

 

კომენტარები