კახა კალაძე უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს: „განსაკუთრებულია მისი როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ“

განსაკუთრებულია მისი როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს:

-„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს.

განსაკუთრებულია მისი როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში.

მინდა, მთელი გულით ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა.

კომენტარები