კახა კალაძე: ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ

“ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. საზიარო ავტომობილების სერვისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, “ქარშეარინგის” – ე.წ. საზიარო ავტომობილების პროგრამას, რუსული კომპანია ახორციელებს.

“ჩვენ მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ყველას, ვინც მოგვმართავს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავუმონტაჟებთ ელექტროდამტენებს, რომ აღნიშნული მიმართულება გავაძლიეროთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ქალაქში მართლაც გვაქვს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. ასეთი პროექტი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის განხორციელებული და მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენს სამშობლოშიც განხორციელდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები