კახა კალაძე: „ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით“

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა.

-„ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა.  მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით.

დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე.  თქვენ იცით, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. მიმდინარეობს ყოველდღიური მსჯელობები და თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური მიმართულებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს, ეს ყველაფერი იქნება გაჟღერებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით

გადავადდა.

18 მარტიდან, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის მიზეზი კორონავირუსის

გავრცელების პრევენციული ღონისძიებებია.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და

საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხურა, გარდა კვების და სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა. სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები იქნება დახურული.

ყველა სავაჭრო ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი და საფოსტო გზავნილების ქსელებისა, და საბანკო განყოფილებებისა, დაიხურა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის

საფრთხე რეალური გახდა.

 

 

კომენტარები