კახა კახიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: „პანდემიის შედეგად, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რა მდგომარეობაშია კერძო ბიზნესი-აპირებთ თუ არა კერძო ბიზნესისთვის შემსუბუქების პროგრამის წარდგენას?“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა, კახა კახიშვილმა მიმართა:

-„პანდემიის შედეგად, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რა მდგომარეობაშიც არის კერძო ბიზნესი. აპირებთ თუ არა, შემსუბუქების პროგრამის წარდგენას, რომ გვითხრათ, რამდენ ხანში, თუ ეს პრობლემა არ არის?

-„გრადაციის კუთხით, ჩემთვის ბევრი რამაა გაუგებარი, იქნებ გამარკვიოთ. შეიძლება არის სამართლიანი მიზეზები, რომელიც ჩვენ არ ვიცით, იქნებ ამაშიც დაგვეხმაროთ, გაგვარკვიოთ სამთო სათხილამურო კურორტებთან მიმართებაშიც.

ჩემი აზრით, გრადაცია ცოტა უაზროა,როდესაც ყაზბეგში მუშობს სასტუმრო, ის სათხილამურო კურორტს არ მიეკუთვნება, ჩვეულებრივად მუშობს. ამ დროს ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და მესტიის კურორტები სათხილამუროა და ისინი დაკეტილია. ცოტა მართლაც გაუგებარია. ყაზბეგში კოვიდი არ არის და აქეთ არ არის?! თუ ვსაუბრობთ იმაზე, -შესაძლებელია გაიხსნას აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება იგივე სათხილამურო ტრასები, – ლოგიკა სად არის?! ადამიანი თუ მიდის ამ კურორტებზე, იმიტომ ჩადის, – ტრასებით ისარგებლოს. იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს კრედიტი აქვს აღებული, ახლა მოდის თოვლი ამ კურორტებზე, ახლა არის მათთვის მუშაობის სეზონი, ხომ არ შეიძლება, ამ ადამიანებს შევუქმნათ პირობები?  ერთის მხრივ, რომ ამოისუნთქონ და არსებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ, მეორეს მხრივ, მოსახლეობას ხალისი მიეცემა, სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვრებს“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები