კახა კახიშვილი -„მცირე ბიზნესის გადასარჩენად შეღავათები უნდა დაწესდეს“

დეპუტატი, კახა კახიშვილი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს მთავრობას მცირე ბიზნესის დახმარებისა და გადარჩენისთვის.

-„საკითხი ეხება საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას. ხომ არ ფიქრობთ, – ვინაიდან, რეალურად, დე- ფაქტო ფორს-მაჟორია, კიდევ რაღაც ტიპის შეღავათებზე ვიფიქროთ მცირე ბიზნესზე. როდესაც თვეში მილიონს შოულობ და დღეს გადახვედი 100 ათასზე, ვერ გრძნობ იმდენად გაჭირვებას, მაგრამ, როცა სულ 1000 ლარს შოულობ, ისიც აღარაა, კრედიტი გაქვს 30 ათასი ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად ბინა არის ჩადებული, ეს გაცილებით მტკივნეულია, უფრო მძიმეა.  რა გეგმები გვაქვს მცირე ბიზნესის გადარჩენისთვის, რადგან მათზე დგას საქართველოს მომავალი და ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის  სხდომაზე.

კომენტარები