კახა კახიშვილი: „პოლიტიკურ პროცესს არანაირი ფასი არ აქვს, თუ ის აგებულია შეურაცხყოფაზე, ბოღმასა და სიბინძურეზე – თუ პოლიტიკაში აგრესიული ხარ“

-„ ჩემს ოპონენტებს ჯანმრთელობა და წარმატებები მინდა ვუსურბო. არანაირი ფასი პოლიტიკურ პროცესს არ აქვს, თუ ის შეურაცხყოფაზე, ბოღმასა და სიბინძურეზეა აგებული. მოდით, დავრჩეთ ადამიანებად – პოლიტიკური პროცესები ჩაივლის, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ოდესმე თუ სადმე შევხვდებით, თვალი თვალს ხომ უნდა გავუსწოროთ? მესმის, რომ პოლიტიკური ოპონირება აუცილებელია, მაგრამ სიბინძურეების გამოგონება, ოჯახის წევრებზე გადასვლა მიუღებელია. მე ვთვლი, რომ პოლიტიკაში აგრესია მიუღებელია. თუ პოლიტიკაში აგრესიული ხარ, ვერასდროს იქცევი მზრუნველად, თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდი”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “დღის ქრონიკა” “ქართული ოცნების” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა.

კომენტარები