კახა კვაშილავა: ენგურსგამოღმა საქართველოში სულსმღაფავ გლეხობას რომ შევეხიდოთ, არა?
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორი, კახა კვაშილავა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებულ, ქართულ პოლიტიკას აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ამასწინათ წავიკითხე, რომ თბილისმა სოხუმს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარის ქიმიკატები გადასცა. თუ ჩვენი ხელისუფლება თვალს ადევნებს აფხაზურ პრესას, ტელევიზიას, მაშინ აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ ჯერ კიდევ შარშან სეპარატისტები ოკუპირებულ აფხაზეთში ამ მავნებლის გაჩენას “ქართულ ბიოლოგიურ აგრესიად” აფასებდნენ. აფხაზები ქართველთა მხრიდან ერთგვარი კომპენსაციის გადახდად აფასებენ აფხაზთა უფასო მკურნალობას ენგურსგამოღმა საქართველოში. ენგურსგამოღმა საქართველოში სულსმღაფავ გლეხობას რომ შევეხიდოთ, არა? რომ არ გაიზარდოს ემიგრაცია და ჩვენი ბაზარი ჩვენივე სასოფლო პროდუქციით გაჯერდეს. არავისთვის არაფერი გვაქვს საბოდიშო და მოსარიდებელი. უფრო, ალბათ, ჩვენთან.” – წერს კახა კვაშილავა