კახა კუკავა: „მივმართავთ განათლების სამინისტროს, გადახედოს გამოცდების შედეგებს და იმსჯელოს შეღავათების დაწესებაზე“

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ეროვნული გამოცდების ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით აცხადებს:

„უკვე ეროვნული გამოცდების შემდგომ ხდება აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ, კომპიუტერული ფორმულით გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისთვის ქულების მომატება. აბიტურიენტთა რაღაც კატეგორიას, რომელსაც დააკლდა რამდენიმე ქულა, ეს ქულები ემატება და ხვდება უმაღლეს სასწავლებლებში. მეორე კატეგორია, რომელსაც მაგალითად, უნარებში ან ფიზიკაში დააკლდა 0,2 ქულა, რჩება უმაღლესი სასწავლებლის მიღმა. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო. ჩვენ მივმართავთ განათლების სამინისტროს, უმოკლეს ვადებში გადახედოს გამოცდების შედეგებს და იმსჯელოს შეღავათების დაწესებაზე“.

კომენტარები