კახა კუჭავა: ოპოზიცია რამდენად ერთიანია, ამას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს

ოპოზიცია რამდენად ერთიანია, ამას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს. ფაქტი ერთია, რომ შემდეგი პარლამენტი იქმნება ის პარლამენტი, რომელიც 2024 წლისთვის მიგვიყვანს სრულიად პროპორციულ არჩევნებამდე, თუმცა 5%-იანი ბარიერით. ამიტომ აუცილებელია, რომ განსაკუთრებით მცირე პარტიები იყენებდნენ იმ საშუალებას, რომელიც მათ ახალი რეალობით მიეცათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.​

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის.

„აუცილებელია მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვთვლი, მათ რაიმე შანსი აქვთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები