კახეთის რეგიონში 58.7 მილიონი ლარის 657 პროექტი განხორციელდება

კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 58.7 მილიონი ლარის 657 პროექტი განხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების ბიუჯეტიდან განხორციელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, გურჯაანში ამ დროისთვის 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. ასევე იგეგმება სხვა მსხვილი პროექტების განხორციელება, რომელიც სოფლებსა და ქალაქში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოაგვარებს.

,,აქტიურად ვმუშაობთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე და ვახორციელებთ გზების, წყლის სისტემების შეკეთების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

დასრულებულია და ზოგი ახლა სრულდება 7 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. ამით არ სრულდება პროექტები და სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება როგორც ქალაქში ასევე სოფლებში’’,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

კომენტარები