კახეთში გამოკვლეულ 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 15 ტესტის პასუხი

-„ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაგზავნილი 118 ტესტიდან 103-ის პასუხი ნეგატიურია, დანარჩენი ნიმუშების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ტესტები უკეთდება სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებს და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს, საბაჟოს თანამშრომლებს.

ლაბორატორიაში კახეთიდან ჯამში 2 897 ნიმუშია გაგზავნილი, საიდანაც  1001 მედპერსონალია, 882 კარანტინში მყოფი  ადამიანი, 149 კი – შშმ პირი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 234 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

კომენტარები