კახეთში ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა

კახეთში, კიდევ ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა.

წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ.

COVID-19 დაუფიქსირდა საქობოში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ისინი მკურბალობის კურსს ბინაზე გადიან.

ეპიდემიოლოგების მიერ საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დაგეგმილია საჯარო სკოლის შენობების სრული დეზინფექცია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163, გარდაიცვალა 193 პაციენტი.

კომენტარები