კახეთში წელს ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა დაბალია

კახეთში გვალვის გამო წელს მოსავლიანობა დაბალია. სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ყანებს მინდვრის თაგვიც შეესია, რამაც ყანები კიდევ უფრო მეტად დააზიანა. ამ მუნიციპალიტეებში
120 000 ტონა მოსავალს ელოდებიან. ალოობა 2019-ის დაწყებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც დაესწრო. ის ამბობს, რომ წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს “მექანიზატორმა” დამატებითი კომბაინები შეიძინა.
გასულ წლებში პრობლემას ქმნიდა არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რის გამოც ფერმერები მოსავლის დროულად აღებას ვერ ახერხებდნენ და რიგში ლოდინი უწევდათ. ორი წლის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან 40 კომბაინი ითხოვა. მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ირწმუნება, რომ წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს „მექანიზატორმა“ დამატებითი კომბაინები შეიძინა.
„გარკვეულ ადგილებში მივიღეთ მაღალი მოსავალი, მაგრამ წელს საშუალო მოსავლიანობა მაინც დაბალია. გასულ წელთან შედარებით, ჰექტარზე, ალბათ, ტონა- ნახევრით დაბალია მოსავალი. ეს განაპირობა მშრალმა ზამთარმა. მთელი ზამთრის განმავლობაში არც წვიმა და არც თოვლი არ ყოფილა. გაზაფხულზე რომ არ ყოფილიყო ნალექი, ალბათ, ესეც არ იქნებოდა. მშრალმა ზამთარმა გამოიწვია ისიც, რომ დაავადებები გაჩნდა“
„ბოლო წლებთან შედარებით, ეს არის ყველაზე გამართული ალოობა იმ მხრივ, რომ არც ერთ სოფელს და არც ერთ ფერმერს კომბაინის პრობლემა არ შეჰქმნია. თავთავიანი კულტურების აღება ორგანიზებულად მიმდინარეობს და დროულად ხდება მოსავლის დაბინავება“.
გასულ წელს კახეთში მოსავლის აღების დროს 1 კილოგრამი ხორბალი 37-38 თეთრი ღირდა. ამ ფასს ადგილობრივები აპროტესტებდნენ. წელს ერთი კილოგრამი კარგი ხარისხის ხორბალი 50-60 თეთრია. თავთავიანი კულტურების აღება კახეთში დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

 

კომენტარები