კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალეს

მსახიობი კახი კავსაძე, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრიემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მსახიობის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წევრებიც.

გენიალური ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალეს

კომენტარები