კახი კალაძე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ 5 შვილის მამას დაეხმარა! – „ძმა ხარ!“

კახი კალაძე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ 5 შვილის მამას დაეხმარა!
ტაქსის მძღოლი:
(მისი ტაქსი არის თეთრი ფერის, 079, მუშაობს კომპანია მაქსიმში).

-„მე ტატო ვარ გელაშვილი, თბილისელი უსახლკარო,5 შვილის მამა, ტაქსის მძღოლი….
შეჭრილი ვიყავი შენობაში , რომელიც ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს. რამოდენიმე გაფრთხილების მერე მოვიდა პოლიცია და გამომასახლა.
დამრჩა ცოლ_შვილი ქუჩაში…გავმწარდი და ასე გამწარებული წავედი სატაქსაოდ, რა მოვიფიქრო, არ ვიცი…უცებ, ვხედავ, კახი დგას თავის ხალხთან ერთად ქუჩაში, ალბათ უფლის ნება იყო მასთან შეხვედრა…ინერციით ჩამოვედი მანქანიდან და წავედი კახისკენ..სახე მქონდა ისეთი შეშლილი, რომ გზა არავინ გადამიღობა.
მივედი კახისთან და ვუთხარი ჩემი.მდგომარეობა, ვუთხარი, რომ იმ ღამეს გასათევიც კი არ მქონდა…
იმ ღამეს , 2 საათზე, მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დახმარებით შემიყვანეს ბინაში ჩემი ცოლით და 5 მცირეწლოვანი შვილით და უკვე წელიწადნახევარია ჩუღურეთის გამგეობა მეხმარება ბინის ქირის გადახდაში.
მინდა, მივაწვდინო ჩემი მადლიერების ხმა კახის, ჯიგარ ადამიანს, კაცურ კაცს…ადამიანს, რომელსაც უნდა ენდოს მთელი საქართველო და მიჰყვეს მის მიერ გაკვალულ ბილიკებს.
მინდა ვუთხრა უღრმესი მადლობა ჩუღურეთის გამგებელს ზურაბ ჩიკვკლაძეს Zurab Chikviladze რომელმაც ღამე გაათენა იმისათვის, რომ მე და ჩემი ოჯახი ღამე ქუჩაში არ დავეტოვებინეთ!
მადლობა ქალბატონ რიმა ბერაძეს Rima Beradze, მოქალაქეების კეთილდღეობას გადაყოლილ შესანიშნავ ქალბატონს!
“ქართული ოცნება” , ძმა ხარ!“

კომენტარები