კელი დეგნანი: „საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს“

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკელი კონგრესმენების წერილის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

„-კონგრესი საკანონმდებლო შტოს წარმოადგენს. მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მათი ქმედებების შესახებ კომენტარის გაკეთება მართებული არ არის.

საქართველო კონგრესმენების გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგეს, რადგან ისინი ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავენ.

მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ და სერიოზულად მივუდგეთ კონგრესიდან წამოსულ წერილებს, –  ეს ის ხალხია, ვინც, წლებია, აკვირდება საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, ურთიერთობა მქონდა მმართველო პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მინდა ვთქვა, – საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა სახელმწიფოს წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში ხელი შეუწყონ“, – განაცხადა დეგნანმა.

ექვსი კონგრესმენი ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ წერილს უგზავნის. მასში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და წინასაარჩევნო პროცესებზე. წერილი რამდენიმე პუნქტისგან შედგება, ერთ-ერთ პუნქტში  მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობა ამოიკითხეს.

კომენტარები