კემბრიჯის უნივერსიტეტში ონლაინ ლექციების პრაქტიკა 2012 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება

კემბრიჯის უნივერსიტეტი, 2020-2021 აკადემიურ წელს ტრადიციულ ლექციებს არ ჩაატარებს. ამ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

-„უნივერსიტეტში ონლაინ ლექციების პრაქტიკა 2012 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. ვიდრე სოციალური დისტანციის რეკომენდაცია ძალაში იქნება, უნივერსიტეტი ლექციებზე ფიზიკურად დასწრების ტრადიციას არ დაუბრუნდება“, – აცხადებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ  კორონავირუსის  პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიცვლება.

კომენტარები