კენეტ იალოვიცი – საქართველოს მთავრობას მოვუწოდებდი, თავი შეიკავოს საკუთარ ხალხთან
არ მინდა ვნახო, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ტაქტიკას იყენებენ, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებდი თავი შეიკავოს საკუთარ ხალხთან,- ასე ეხმაურება „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
კენეტ იალოვიცი მხარეებს მოუწოდებს ძალადობრივ ტაქტიკას არ მიმართონ.
„მე მესმის, რატომ განაწყენდნენ ქართველები გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ არ მინდა ვხედავდე დაშავებულ მშვიდობიან მოქალაქეებს. არ მინდა ვნახო, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ტაქტიკას იყენებენ. ორივე მხარეს მოვუწოდებ არ მიმართონ ძალადობის ტაქტიკას. ასევე, მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს საკუთარ ხალხთან, ვინც მომხდარს უბრალოდ მშვიდობიანად აპროტესტებს და მათ აქვთ ამის უფლება“,- განაცხადა იალოვიცმა.
წყარო: www.interpresnews.ge