კეროლ ბიურო-ბონარი: „მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტებს ესხმის თავს“

-„ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საკანონმდებლო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის აუცილებელ მშვიდ ატმოსფეროს სერიოზულად უთხრის ძირს. ტინი კოქსზე თავდასხმით, მიხეილ სააკაშვილი თავს ესხმის ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორიცაა ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა“, – წერს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კეროლ ბიურო-ბონარი Twitter-ზე.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსის რუსეთის აგენტად მოიხსენია.

კომენტარები