„კერძო საცხოვრებელი სახლისა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება – იყო ვერსია, თითქოს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, – ეს გამოირიცხა, ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა“ – პროკურორი

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დღეს თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძო საცხოვრებელი სახლისა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება მოხდა. ამის შესაახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.  

-„აღნიშნულ ადგილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობა არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ამოღებულ იქნა ნივთები.

 ამოღებულ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდება, შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

რაც შეეხება ავტოფარეხს, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს, ბაჩალიაშვილის ავტომობილი იყო დამალული, პ ეს ვერსია გამოირიცხა, – ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, ის გაფუჭებული იყო, შესაბამისად, მანქანა ვერ შეეტეოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, – ეს არის რაღაც „ვილა ალგეთის“ ტერიტორია, არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არის, ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა.

რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, ამ ადგილს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თამარ ბაჩალიაშვილთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამოღებული ნივთებითაც, ამ ნივთების წარმომავლობა,კვალი, არანაირ შემხებლობას არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოვიღეთ ნივთები საკალმახე მეურნეობის სადგომიდან, ოთახიდან ამოღებული იქნა: ბალიში, საბანი, იყო შეშის ღუმელი, საიდანაც ნახშირის ნიმუში იქნა ამოღებული, ასევე ამოვიღეთ რეზინის ფეხსაცმელი, ხის დაფა.

რაც შეეხება ავტოფარეხს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტოფარეხი. იყო ვერსია, თითქოს, ბაჩალიაშვილის მანქანა იყო შეყვანილი ამ ავტოფარეხში, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, გაფუჭებული იყო მექანიზმი. პატრონიც არ იყენებდა.კარის გაღების შედეგად დავრწმუნდით, რომ ერთ მეტრზე მეტ მანძილზე ფიზიკურად კარი ვერ გაიღებოდა, რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც.

შესაბამისად, მტკიცებულებითი ღირებულების თვალსაზრისით, ეს ნივთები, რაიმე ინფორმაციის მატარებელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დავნიშნავთ შესაბამის ექსპერტიზას და ექსპერტიზის პასუხებიც გახდება ცნობილი“,-  განაცხადა ლაშა კოტერიკაძემ.

კომენტარები