კვერცხის დადებითი და უარყოფით თვისებები – გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ჩართვისას კვერცხის დადებით და უარყოფით თვისებებზე საუბრობს:

-„კვერცხი ძალიან ბევრ ცხიმში ხსნად ვიტამინს შიცავს, მაგალითად D ვიტამინს, ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია მენოპაუზის მქონე ქალებისთვის, რადგან ასეთ ეტაპზე მათ მაღალი აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ოსტეოპოროზის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი კალციუმია, თავის მხრივ კვერცხი შეიცავს D ვიტამინს, რომელიც აუცილებელია კალციუმის შეწოვისთვის. 

კვერცხი შეიცავს ბევრ სხვა ვიტამინსაც: B12-ს, B2-ს, ფოლიუმის მჟავას, კვერცხი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ფეხმძიმობის პერიოდში. ნაყოფს ეს ვიტამინები ნერვული ქსოვილების ფორმირებისთვის სჭირდება. 

კვერცხში დიდი რაოდენობით არის ქოლინი. ქოლინი ეს არის ნივთიერება. ქოლინი ადამიანის ორგანიზმს სჭირდება იმისთვის, რომ წარმოქმნას მემბრანები, უჯრედების მფარავი მემბრანები, ასევე წარმოქმნას ჩვენს თავის ტვინში ნეირო-მედიატორი, აცეტილ ქოლინი. ფეხმძიმობისას კვერცხის მიღება ერთ-ეთი კარგი საშუალებაა ჯანსაღი ნაყოფისთვის.

კვერცხი ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის რაოდენობას სულაც არ ზრდის. ეს მოსაზრება მოძველებულია, ახალი კვლევებით არ დასტურდება“. 

კომენტარები