„კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს“

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგების მტკიცებით, კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს.

ამ ინფორმაციას გამოცემა Focus-ი ავრცელებს.

კვლევაში 35-75 წლის 3400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.

კარდიოლოგები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას სპეციალისტები დღის ძილის სიხშირესა და გულის დაავადებების განვითარების რისკს შორის კავშირს უთმობდნენ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა:

ყოველდღიური დღის ძილი გულის შეტევის რისკს ზრდის. ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებსაც დღისით კვირაში მხოლოდ ორჯერ ეძინათ, გულის შეტევის რისკი თითქმის ორჯერ შეუმცირდათ.

კომენტარები