„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო მუჯირი დავაყენოთ პატრიარქადო“

ბოდბელმა ეპისკოპოსმა  იაკობმა TV პირველზე , ვახო სანაიასთან ინტერვიუში განაცხადა:

„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო მუჯირი დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო?!.

მაქვს დოკუმენტები,  რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში.  პატრიარქის მკვლელობას ვგულისხმობ.

არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფოდან იყვნენ ვიღაცეები ჩარეული. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული მაგ ამბავში. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო ვითომ შევარდნაძესთან ბიზნესმენი, მერე წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილთან და დღეს, რომ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი. მე დამიძახეს, კვირიკაშვილის დროს.

პირდაპირ გეტყვით, ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. 2020-შია არჩევნები, ყველას მივხედავთ მაგათ.

ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ… მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი, არც პეტრე, არც სხვები, არც ბატონი ბიძინა… მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონიათ რომ ქვეყნის ხელმძღვანელია…

მთავრობის წევრებს პირველად თავად შევხვდი, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე.

პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა. ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ.

„ციანიდის საკითხი” მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც “სახელმწიფოც იყო ჩარეული.

შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. კვირიკაშვილს ვუთხარი შს მინისტრთან და უშიშროების უფროსთან ერთად, რომ შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, არც ფარცხალაძეს. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია… ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“.

 

 

კომენტარები