„კვლავ ვიტყვი და მომავალშიც გავიმეორებ – ღმერთი დააბრუნეთ“ – ბონდო მძინარაშვილი

-„კვლავ ვიტყვი და მომავალშიც გავიმეორებ:

ნეოლიბერალური აღზრდა აზიანებს ქართულ ეროვნულ სხეულს! ღმერთი დააბრუნეთ სკოლებში! სხვანაირად ძალადობას ვერ მოვერევით!

უღმერთობა იწვევს თავკერძობას და ძალადობას! უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემებზე ზედაპირული და ზერელე, ემოციურად დამუხტული მსჯელობა, განსაკუთრებით, პოლიტიკური სოუსით, ამ პრობლემების მოგვარებას კი არა, საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევას იწვევს!

იშლება უკვე ეს ქსოვილი! მხოლოდ სკოლებში ღმერთის დაბრუნებით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას! ჩვენ მივატოვეთ უფალი, ის კი დიდია და მოწყალე, – დავუბრუნდეთ და მიგვიღებს, შეგვიფარებს უძღებ შვილებს! ჩვენთვის არა, ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის დავუბრუნდეთ და დავაბრუნოთ!”– წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები