„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, -მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა არის  მიუღებელი“-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,

-„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, -მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა არის  მიუღებელი. თქვენ იცით, ჩვენ ჩვენი დათქმები გვაქვს ამ კვლევების ვალიდურობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენი მოქალაქეების განწყობა იმდენად აშკარაა, რომ ბოიკოტს არანაირი საფუძველი არ გააჩნია,  მოქალაქეების 60 პროცენტი ამ კვლევითაც კი ამბობს, ბოიკოტი მიუღებელია, ეს მთავარი გზავნილია. რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას კვლევები არ სჭირდება, ამას ვატყობთ ჩვენი ოპონენტების საპროტესტო აქციებით, რომლებზეც მოქალაქეები არ მიდიან, რეაქციებით, რომლებიც მოქალაქეებისგან მოდის, არავინ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთ მხარს არ უჭერს ბოიკოტს.  ისინი ამ კვლევებს თუ ენდობიან, ხომ უნდა გაუსწორონ სიმართლეს თვალი მინიმუმ იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მათთვის არის სანდო. ამის მიუხედავადაც კი, ისინი თუ მაინც არ შემოდიან პარლამენტში, ეს ან მიამიტობაა, საკუთარ გადაწყვეტილებაში გაჯიუტება და კაპრიზები ან მიზანმიმართული, განზრახ ქცევა, ყველა საშუალება გამოიყენონ  ქვეყანაში სიტუაციის არევის, შიდა თუ გარე უკმაყოფილების გამოწვევის, მიაღწიონ მთავარ საწადელს, მიიღონ ძალაუფლება, რომელსაც ვერ იღებენ არჩევნების გზით და ცდილობენ წაგლიჯონ ის მოქალაქეებს იმით, არეულობა რომ გამოიწვიონ და ამღვრეულ წყალში ნახონ ძალაუფლების წყარო“.

კომენტარები