კვლევა -„არსებობს პირდაპირი კავშირი თრომბოზსა და ასტრაზენეკას ვაქცინას შორის – პრეპარატები, რომლებიც აღკვეთავს თრომბოზს“
-„ძალიან ცოტა ადამიანი განიცდის ამ გართულებას, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. სწრაფი დიაგნოზის შემთხვევაში, ამ დაავადების მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ საავადმყოფოში.
პრევენციული ღონისძიების თანახმად, ყველას, ვისაც მუდმივი თავის ტკივილი ან სისხლჩაქცევები აქვს ვაქცინაციის ადგილის მიღმა, მიმართოს სამედიცინო დახმარებას.
დიაგნოზის დადგენისთანავე მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით და იმუნოგლობულინით, რომელიც მიზნად ისახავს ანტისხეულს, რაც იწვევს პრობლემას“, – თქვა პროფესორმა გრეინახერმა
დაწვრილებითი შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” („Lancret”). გრაიფს-ვალდის უნივერსიტეტის მეცნიერებს კვლევაში ეხმარებოდნენ ექსპერტები პაულ ერლიხის ინსტიტუტიდან, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიაში ვაქცინების რეგისტრაციაზე.
-„უნდა ვიყით ძალიან ფრთხილად და უზრუნველყოთ ვაქცინაციის პროცესის 100%-იანი უსაფრთხოება. არასდროს მითქვამს, – „არა ვაქცინაციას”, ვამბობ : „უსაფრთხო და ფრთხილი ვაქცინაცია”, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.