კვლევა: ბრაზილიური COVID-19 ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები

ბრაზილიაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამს გადაცემის ორჯერ მეტი უნარი აქვს, ვიდრე ყველა ადრე გამოვლენილ შტამს. კვლევებით დადგინდა, – ეს ვარიანტი 1.7-2.4-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის წინა შტამები. ვარაუდობენ, რომ ეს ზრდა ორგანიზმში ვირუსის უფრო ხანგრძლივ ყოფნას უკავშირდება. ამის შესახებ მეცნირებმა განაცხადეს.

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში ჩატარებულმა კვლევებით დადგინდა:

ახალი შტამის გამო სიკვდილის რისკი 1.2-1.9-ჯერ მეტი იყო, ვიდრე კორონავირუსის რისკები.არსებობს მოსაზრება,  შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობა დამოკიდებული იყოს ქალაქის ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობასთან.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსის მრავალი მუტაცია, რომელთა შორის ასევე გამოვლენილია ცილოვანი მუტაციები, რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვირუსს უფრო მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის სხეულის უჯრედებთან და ზოგიერთ შემთხვევაში სხეულის მიერ წარმოებული ანტისხეულებისგან დაცვა შეუძლია.

კომენტარები