კვლევა- კოვიდგადატანილ საშუალო ასაკის ქალებს, სავარაუდოდ, მუდმივად ექნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები.

 Reuters-ი ლესტერის უნივერსიტეტის და მწვავე რესპირატორული ინფექციების საერთაშორისო კონსორციუმი (ISARIC) კვლევებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს:

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ორი ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილ საშუალო ასაკის ქალებს, სავარაუდოდ, მუდმივად ექნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები.

40-50 წელს გადაცილებულ ქალებს  საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, თვეების განმავლობაში აქვთ მუდმივი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სუნთქვის უმკარისობა, მეხსიერების დაქვეითება.
საშუალო ასაკის ქალებს უფრო რთულად გადააქვთ კორონავირუსი, ვიდრე მამაკაცებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ  რაიმე თანმდევი დაავადება.
ISARIC-ის კვლევაში  327 პაციენტი მონაწილეობდა, 40-50 წლამდე ასაკის ქალები ყველაზე მეტად სუნთქვის უკმარისობასა და დაღლილობას უჩივიან. ასევე, პრობლემები აქვთ მეხსიერებასთან, მობილობასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
ლესტერის უნივერსისტეტის კვლევაში 1,077 ორივე სქესის პაციენტი მონაწილეობდა, ქალი პაციენტების უმრავლესობას კორონავირუსის გადატანიდან ხუთი თვის შემდეგაც აწუხებდა ზემოთ ხსენებული სიმპტომები.   მეოთხედზე მეტს შფოთვის და დეპრესიის,  12%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის  (PTSD) სიმპტომები ჰქონდა.
ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუიზა უეინი  აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელია.

პროფესორმა ლუიზა უეინმა განაცხა,  საშუალო ასაკის კოვიდ-გადატანილი ქალების ავტოიმუნიტეტი ანუ ორგანიზმის მიერ საკუთარ ანტიგენებზე იმუნური პასუხი უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცების.

კომენტარები