კვლევა: მზის სინათლეს კორონავირუსის გასანადგურებლად რამდენიმე წუთი სჭირდება
ჟურნალში – The Journal of Infectious Diseases კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
სანტა-ბარბარას კალიფორნიული უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მზის სინათლეს კორონავირუსის გასანადგურებლად რამდენიმე წუთი სჭირდება.
კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ ზაფხულის სიცხემ „COVID-19“-ის გავრცელება, შესაძლოა, შეაფერხოს.
ეს შედეგები მიუთითებს დამატებითი ექსპერიმენტების საჭიროებაზე, რათა ცალკეული შემოწმება მოხდეს კონკრეტული განათების ტალღის სიგრძისა და საშუალო შემადგენლობის ეფექტებზე.